სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2025 წლის 1-10 სექტემბრის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge.
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში კონკურსი გამოცხადდა 4 პოზიციაზე:
• რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95305
• ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის სტაჟიორი – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95304
• ავტორიზაციის დეპარტამენტის სტაჟიორი – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95303
• ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტაჟიორი – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95228.