მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 4 სექტემბრის 20:00სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება 30 წუთიანი ინტერვალებით.