ხვიჩია – ხაბეიშვილის ინიციატივაზე: ყველაფერი მოგონილი და Fake-ია
“უჭკუო გადაწყვეტილება მგონია ეს კამპანია, თან იმის ფონზე, რომ ამას შეეწირება თბილისის მერის არჩევნები, სადაც ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ერთად დამდგარიყო”, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რითაც ლევან ხაბეიშვილის კამპანიას ეხმაურება, სადაც ის “მშვიდობიან დამხობასა” და 4 ოქტომბრის რევოლუციაზე საუბრობს.
“ყველაფერი მოგონილი და Fake-ია, ოღონდ, ისევ ძალაში რომ იყოს საარჩევნოდ ეს ბრძოლა, ამ Fake-ზე მიდის ორივე მხარე. ერთი, რევოლუციას აყალბებს, მეორე, საგამოძიებო ინსტიტუციას”, – აღნიშნავს ხვიჩია.