ოხანაშვილი – მამუკა მდინარაძეზე: ყველა თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება სუს-ს

“ჩემთვის იყო პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მემსახურა თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ მსურს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ შესაძლებლობისთვის”, – ამის შესახებ სუს-ის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

“ბატონ მამუკასთან ერთად მრავალი წელია, მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებიდან. ჩვენ მხარდამხარ, ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ყველა რთული სიტუაციიდან ყოველთვის ღირსეულად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოვდიოდით. ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მისი თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები