გია აბაშიძე: საკმაოდ საჭირო წინადადება წარმოადგინა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ – უსაფრთხოების სამსახურის სპეცსასწავლებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით კადრების კიდევ უფრო მაღალ დონეზე მომზადებაზე იზრუნებს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „საკმაოდ საჭირო წინადადება წარმოადგინა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ – უსაფრთხოების სამსახურის სპეცსასწავლებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით კადრების კიდევ უფრო მაღალ დონეზე მომზადებაზე იზრუნებს.“
მისივე თქმით, აქცენტი არაა იმ ფორმაზე, როგორიც სააკაშვილის მიერ გაუქმებული უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი მოდიფიცირებული ვერსია, რათა მომავალმა თანამშრომლებმა შესაბამისი ცოდნა მიიღონ, და ამაზე აუცილებლად იზრუნებენ მამუკა მდინარაძე და მისი თანაგუნდელები.
„საკმაოდ საჭირო წინადადება წარმოადგინა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ – უსაფრთხოების სამსახურის სპეცსასწავლებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით კადრების კიდევ უფრო მაღალ დონეზე მომზადებაზე იზრუნებს. აქცენტი არაა იმ ფორმაზე, როგორიც სააკაშვილის მიერ გაუქმებული უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი მოდიფიცირებული ვერსია, რათა მომავალმა თანამშრომლებმა შესაბამისი ცოდნა მიიღონ, და ამაზე აუცილებლად იზრუნებენ მამუკა მდინარაძე და მისი თანაგუნდელები. მსგავსი სასწავლებლები არის, მაგალითად, აშშ-ში CIA University; ბრიტანეთში MI6-ის სპეცსკოლა Fort-ი და ა.შ.
რასაკვირველია, სუს-ს სჭირდება გაძლიერებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა საქართველოს დამცველებმა თავიანთი პროფესიული, საამაყო მოვალეობა პირნათლად შეასრულონ და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. გამოწვევები კი ბევრი არის ჩვენს სუვერენულ, თვითმყოფად და თავისუფალ ქვეყანას – ოკუპაცია, თანამდევი შედეგებით; გარე ჩარევები; მარგინალი უსამშობლოების პროვოკაციის საფრთხეები, კორუფციასთან ბრძოლა და სხვა.
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს, მის ახალ ხელმძღვანელობას დაკისრებული მისიების შესრულებაში.“ – წერს აბაშიძე.