ირაკლი კირცხალია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

ირაკლი კირცხალია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

„ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალიას არჩევას, ვულოცავთ მას. დიდი პასუხისმგებლობაა და წარმატებას ვუსურვებთ. წლების განმავლობაში მამუკა მდინარაძის წარმატებული საქმიანობის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ამავე ტემპით გავაგრძელოთ. ცნობად ვიღებთ ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანის, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძის არჩევას. მათაც ვულოცავ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები