“ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები, ეს ბუნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი”, – ამის შესახებ, ჟურნალისტებს სუს-ის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ ეს რადგან დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მსოფლიოს წინაშე, ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისა და ხალხისგან იქნება ის, რომ ამ ქვეყანას შესატყვისი ამ მიზანთან და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.