“მამუკა მდინარაძეს ვუსურვებთ ისეთივე წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა მდინარაძეს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნის მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობებში და იმ ტურბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებთ ისეთივე წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
85 ხმა 0-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა.