გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: ეს არის დაბოღმილი და წაგებული ადამიანების ნათქვამები

„ეს არის დაბოღმილი და წაგებული ადამიანების განცხადებები,“- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე საუბრისას განმარტა.

“როგორც ყოველთვის, ამ საკითხშიც არაკომპეტენტურები არიან – ხან ამბობენ, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ჩინეთში, შანხაის ფორმატშიო და ხან ამბობენ, ჩინეთთან რატომ გვაქვს სტრატეგიული ხელშეკრულებაო, მაშინ, როდესაც აშშ ამბობს, ჩინეთთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა და ასევე ევროკავშირი ჩავიდა ჩინეთში და სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა. ეს არის დაბოღმილი და წაგებული ადამიანების განცხადებები, რასაც სერიოზულად ვერ აღვიქვამთ,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, მოსმენაზე კი მოწმეებად სალომე ზურაბიშვილს და თინა ხიდაშელს იბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები