სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს.
მდინარაძეს დახურულ რეჟიმში მოუსმინეს.
„კენჭისყრის საკითხად დაგვემატა დადგენილების პროექტი მამუკა მდინარაძის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ. როგორც იცით, კომიტეტმა განიხილა მისი კანდიდატურა. ასევე კომიტეტის შუამდგომლობა არის, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იყოს კენჭისყრა. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.