“4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას; ორ მილიონ მოსაწვევს ვარიგებთ და რამდენი მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია” – პაატა ბურჭულაძე

“4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას. უკვე შეკვეთილია ორი მილიონი მოსაწვევი, რომლითაც უნდა მისცენ ხმა”, – ამის შესახებ, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დღეს იქნება უამრავი ადამიანი რაიონებიდან და თბილისიდან.

„4 ოქტომბერს არ არის აქცია, 4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას, სადაც იქნება უამრავი ადამიანი რაიონებიდან და თბილისიდან. იმდენი იქნება, რომ ალბათ თბილისში ქუჩაში არ გამოსულა. ჩვენ ახლა ვუკვეთავთ ორ მილიონ მოსაწვევს, უკვე შეკვეთილია. მოსაწვევი თან იქნება მანდატი, რომლითაც უნდა მისცენ ხმა კრებაზე. მანდატი დარიგდება ხელზე, ასევე კარზე მიიღებენ.

ორ მილიონ მოსაწვევს ვარიგებთ და რამდენი მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია. ორი მილიონი მოსაწვევი უნდა დავარიგოთ, აქედან ბევრი მოხვდება „ქოცების“ ხელში და მათ ისე სძულთ ეს ყველაფერი, შეიძლება, გაანადგურონ. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მივიდეს ყველა ადამიანამდე, ვისაც სურს მოსვლა“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები