“დარწმუნებულები ვართ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება სუს-ის ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი” – ალექსანდრე ტაბატაძე
“დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება სუს-ის ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მამუკა მდინარაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო.
“გარდა ამისა, მას აქვს უდიდესი გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა შსს-ში, შემდეგ იცით, რომ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ასევე წლების განმავლობაში იყო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული და იყო ჩვენი უმრავლესობის ლიდერი. ამდენად, ყველა ეს კრიტერიუმი, რომელიც უნდა ახასიათებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ამ კრიტერიუმს ბატონი მამუკა მდინარაძე აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, თავისი ამ გამოცდილებით, უნარებით, ხედვებით ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება სუს-ის ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი”, – აღნიშნა ტაბატაძემ.