დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას, წყალმომარაგების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისტორიაში პირველად, პროექტი მთელს არეალს მოიცავს.

სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ მოინახულეს.

პროექტის დასრულების შემდეგ, 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარით ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები