გურამ მაჭარაშვილი – ქართული პოლიცია ადამიანებს თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონეზე და კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ექცევა

„ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში მოქალაქე თუ კანონს დაარღვევს, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ, ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში ძალადობრივი აქციებია, როგორი რეაქციებია პოლიციელებისგან. მსგავსი რეაქციები არ არის ქართულ პოლიციაში. ქართული პოლიცია ადამიანებს თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონეზე და კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ექცევა. პოლიცია ცდილობს, ეს ხალხი მოაქციოს იმ ჩარჩოში, სადაც ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოხატოს და აქციაზე მივიდეს მშვიდობიანად. ამას შენ თუ დაარღვევ, პოლიციელებზე ხელს აღმართავ და გექნება სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლის მცდელობა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები