მაჭარაშვილი – გახარიაზე: დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზებით ჩამოვა

“სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, არაკომპეტენტურობასთან ერთად, არასერიოზულად იქცევიან. ამაზე მეტყველებს მათ შორის გახარიას საქციელი”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„[გახარია] ჯერ ამბობდა, რომ ბოიკოტს აცხადებდა, შემდეგ თქვა, საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურიაო, ახლა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა იმუშაონ. წავიდა და აღარ ჩამოდის. დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზებით ჩამოვა – რუბლებით, ზღვით თუ ჩვეულებრივი მინდვრით, ან შეიძლება, კონტეინერით შემოაგზავნონ. ასეთ ტრაგიკომედიურ ვითარებაში აღმოაჩინა თავისი თავი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები