ვოლსკი – მდინარაძეზე: მამუკა სადაც იყო, ყველგან თავი გამოიჩინა, მას მაღალი ინტელექტუალური მონაცემები აქვს
“მამუკა არის ადამიანი, რომელსაც მაღალი ინტელექტუალური მონაცემები აქვს, სფეროსაც კარგად იცნობს. მამუკა სადაც იყო, ყველგან თავი გამოიჩინა, იყო პრინციპული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მამუკა მდინარაძეზე საუბრისას განაცხადა.
“დღეს თუ ჩვენი სახელმწიფო სტაბილურადაა, თუ მსოფლიო დონის გამოწვევები საქართველოს ნაკლებად შეეხო, ეს არის დიდი პროფესიონალური გუნდის დამსახურება. მამუკა მდინარაძეს ასეთ გუნდის მართვის კარგი გამოცდილება აქვს, კარგი, ოპერატიული თანამშრომელი იყო ყოველთვის.
გარდა ამისა, მამუკა არის ადამიანი, რომელსაც მაღალი ინტელექტუალური მონაცემები აქვს, სფეროსაც კარგად იცნობს. მამუკა სადაც იყო, ყველგან თავი გამოიჩინა, იყო პრინციპული”, – განმარტა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სუს-ის პოსტზე მამუკა მდინარაძეს დეპუტატები რამდენიმე საათში აირჩევენ.