გიორგი გაბუნია NGO-ებზე: არ არის გასაკვირი, რომ ამ ორგანიზაციების მიმართ არსებობს საგამოძიებო ორგანოს ინტერესი
„არ არის გასაკვირი, რომ ამ ორგანიზაციების მიმართ არსებობს საგამოძიებო ორგანოს ინტერესი,“- ამის შესახებ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრისას განაცხადა.
“საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მათი საქმიანობა. ისინი წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ გარე ძალების დაფინანსებით და საგარეო მხარდაჭერით, უხეშად იყვნენ ჩარეულნი პოლიტიკურ პროცესებში, შეექმნათ სამოქალაქო არეულობის, დაძაბულობის გამო. არ არის გასაკვირი, რომ ამ ორგანიზაციების მიმართ არსებობს საგამოძიებო ორგანოს ინტერესი. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ კითხვებს გაეცემა სათანადო პასუხები”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში გასულ კვირას დააყადაღეს.