გია ვოლსკი – ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე, საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, რომ აქ უკანონობა ხდება და თურმე ეს ხელისუფლება რუსეთთან არის დაკავშირებული
„საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ. ამას დანაშაულს არ ეძახიან, ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვინმე დანაშაულის ჩადენას კი არ უარყოფს, ამბობს, რომ ქვაც ისროლა და „მოლოტოვის კოქტეილიც“ იხილეს, პიროტექნიკაც, ქონების განზრახ დაზიანებაც.
„ვინმე დანაშაულის ჩადენას კი არ უარყოფს, ამბობს, რომ ქვაც ისროლა და „მოლოტოვის კოქტეილიც“ იხილეს, პიროტექნიკაც, ქონების განზრახ დაზიანებაც. საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ. ამას დანაშაულს არ ეძახიან. კონკრეტული ადამიანი დანაშაულში მონაწილეობდა თუ არა, ამაზე ლაპარაკი არ არის. თუ არის, ნაკლებად. ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე, საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, რომ აქ უკანონობა ხდება და თურმე ეს ხელისუფლება რუსეთთან არის დაკავშირებული. პასუხი გასცენ კითხვას, რას გააკეთებენ იმისგან განსხვავებულს, რასაც ხელისუფლება აკეთებს რუსეთთან მიმართებით. ამაზე პასუხს ვერ გაგცემენ, ვერც იმაზე, რაში გამოიხატება პრორუსულობა. აქედან გამომდინარე, მათი ლოგიკით, ყველაფერი მართლდება – ფიზიკური დაპირისპირება, „მოლოტოვის კოქტეილის“ თუ პიროტექნიკის სროლა. ისინი პოლიტიკის მოშველიებით დანაშაულის გამართლებას ცდილობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.