სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №303 დადგენილებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმწიფო დაფინანსების მიღებას შეძლებენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაფინანსების მიმღები სტუდენტები სხვა სოციალურ ჯგუფებთან ერთად ასევე არიან:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;
1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის
საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.
განცხადებები მიიღება ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში, პორტალზე https://socreg.mes.gov.ge/login/2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციისა და კატეგორიების მიხედვით წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტების შესახებ, განთავსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.