თინა ხიდაშელი: სახელმწიფომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოაცხადოს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ბოლო დროს გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია საქართველოს მთავრობამ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადოს. ხიდაშელი იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდში მისგან განსხვავებული პოზიცია არ ექნებათ.
„სახელმწიფომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უნდა გამოაცხადოს ნულოვანი ტოლერანტობა. ასეთი პოლიტიკა ყოველთვის ადეკვატური უნდა იყოს იმ რეალობის, რომელიც ქვეყანაშია, იმ კონკრეტული პრობლემების, რომელიც ყველაზე უფრო აქტუალური ხდება და რომელზეც საზოგადოების წუხილი იწყება. ქალის მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით მკვლელობა უნდა გამოცხადდეს საქართველოში როგორც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ნაწილი. ეს უნდა იცოდეს ყველამ – პოლიციელმა, გამომძიებელმა, ყველა ჩინოვნიკმა, მთელმა საზოგადოებამ, პოტენციურმა მსხვერპლმაც და პოტენციურმა დამნაშავემაც. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე განსხვავებული აზრები არ იარსებებს გუნდში, მე არავის ვიცნობ „ქართულ ოცნებაში“, ვინც განსხვაევუბული აზროვნებით გამოირჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „ტელეიმედის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები