“ბატონი ფიშერი, ასევე, გამოირჩევა იმითაც, რომ ბატონი ხაზარაძის მდგმური გახლავთ, რაც პირდაპირ პოლიტიკური კორუფციაა” – ლევან მაჭავარიანი

“ბატონი ფიშერი, ასევე, გამოირჩევა იმითაც, რომ ბატონი ხაზარაძის მდგმური გახლავთ, რაც პირდაპირ პოლიტიკური კორუფციაა და დღემდე არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება და იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ იგი ამ ქირაში კონკრეტულ თანხას იხდის”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

მაჭავარიანი გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ის ხელს ართმევს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, რომელიც რადიკალური აქტივიზმით გამოირჩევა მმართველი გუნდი ეხმაურება.

„ის ცოტა ხნის წინ ინტერვიუს იძლეოდა, სადაც მის უკან ბანერი იყო გამოკრული, სადაც „მონები“ ეწერა. ბატონი ფიშერი, ასევე, გამოირჩევა იმითაც, რომ ბატონი ხაზარაძის მდგმური გახლავთ, რაც პირდაპირ პოლიტიკური კორუფციაა და დღემდე არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება და იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ იგი ამ ქირაში კონკრეტულ თანხას იხდის. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ბატონი ფიშერი სასამართლო პროცესებზე დადიოდა იმისთვის, რომ მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა, ვინაიდან ქართული ენა მას არ ესმის, არც თარჯიმანი არ ეჯდა გვერდზე და კონკრეტულ საქმეებზე თავად აყალიბებდა თუ რა სასჯელი უნდა ყოფილიყო, რომელი დანაშაულის ჩადენის გამო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები