“ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ გახარიას პარტიის წევრებმა რეალურად შემოაბიჯონ პარლამენტში” – მათიკაშვილი

“შეცდომა არის გარდაუვალი შედეგი, როდესაც არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ გარედან ნაკარნახევი დღის წესრიგით მოქმედებ”, – ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

„ფინალი აუცილებლად იქნება ის, რომ მოგიწევს აღიარება – რომ შეცდომა დაუშვი, ან ეს ყველაფერი ძალიან ნათლად გამოჩნდება საზოგადოებაში. რეალურად, ისარგებლებს თუ არა შემდეგი 12 პირი იმ მანდატით, რომელსაც ჩვენ მათ მივანიჭებთ, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ გახარიას პარტიის წევრებმა რეალურად შემოაბიჯონ პარლამენტში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრის უფლებამოსილება ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები