“ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ძირითადი უფლების უხეში დარღვევა” – ქადაგიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ძირითადი უფლების უხეში დარღვევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს და დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, დოკუმენტი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი დღეს წარადგენს, სრულად არის გადმოცემული და კონკრეტული ფაქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.

“ამ დოკუმენტში სრულად არის გადმოცემული და მთლიანად არის ფაქტებზე, კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, კონკრეტული პირების ჩვენებებზე და კონკრეტულად აღიარებული ფაქტების ანალიზზე დაყრდნობილი ყველა დასკვნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ძირითადი უფლების უხეში დარღვევა. ეს იყო ადამიანების წამება, ეს იყო სიცოცხლის უკანონოდ აღკვეთა, ეს იყო ქონების წართმევა, ბიზნესის წართმევა, ეს იყო მედიაზე პირდაპირი შეტევა და მედია სტრუქტურების ხელში ჩაგდება, ეს იყო ფაქტობრივად, ადამიანის ყველა ძირითადი უფლებების უხეში შელახვა. ეს იყო აგრეთვე, ის პოლიტიკური საკითხები, რომელიც საქართველოსთვის ფაქტობრივად, რუსული ოკუპაციის განხორციელების საშუალება გახადა,” – განმარტავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები