შალვა პაპუაშვილი – ბექა ოდიშარიასა და ბექა დავითულიანის საკრებულოს პროპორციულ სიაში მოხვედრაზე: ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივი, რომ დედაქალაქს ემსახურო

„თბილისის მოსახლეობა არის დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი, ესტონეთის მოსახლეობა, დაახლოებით მილიონ 300 000. თბილისის საკრებულოში ყოფნა ფაქტობრივად ერთი ესტონეთის მართვას და პარლამენტში ყოფნას ნიშნავს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბექა ოდიშარიასა და ბექა დავითულიანის საკრებულოს პროპორციულ სიაში მოხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი პატივი, მათ შორის ემსახურო დედაქალაქს. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, მათ შორის მათი სურვილი.

 

“თბილისის მოსახლეობა არის დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი, ესტონეთის მოსახლეობა, დაახლოებით მილიონ 300 000. თბილისის საკრებულოში ყოფნა ფაქტობრივად ერთი ესტონეთის მართვას და პარლამენტში ყოფნას ნიშნავს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი პატივი, მათ შორის ემსახურო დედაქალაქს. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, მათ შორის მათი სურვილი.

იცით, რომ საკრებულოს წევრები პარლამენტში გადმოსულან, პარლამენტის წევრები, საკრებულოში. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ერთი პოლიტიკურ ორგანიზმი და ერთი ქვეყანა, რომელსაც სჭირდება არა მხოლოდ ცენტრალიზებული მართვა, არამედ სჭირდება ასევე ადგილზე მართვა. თბილისი თავისი მოსახლეობით ესტონეთზე დიდია, ამიტომ აქ პასუხისმგებლობა არანაკლებია, ვიდრე მთელი ქვეყნის, ესტონეთის მართვა იქნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები