შალვა პაპუაშვილი – ციხეში წამების ფაქტების ბრალდებასთან დაკავშირებით: ევროკავშირის მოქმედი ელჩი მივიდა იუსტიციის სამინისტროში დემარშით, თითქოს საქართველოს ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ისეა, რომ დღე-დღეზე უნდა გარდაიცვალოს

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ და პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადეს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვაწამებდით, ევროკავშირის მოქმედი ელჩი მივიდა იუსტიციის სამინისტროში დემარშით, თითქოს საქართველოს ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ისეა, რომ დღე-დღეზე უნდა გარდაიცვალოს და ამიტომ ითხოვდნენ მის გათავისუფლებას,” – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ციხეში წამების ფაქტების ბრალდებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მე ვიცი ქართული “ენჯეოები”, რომელიც ყალბ დასკვნებს წერდნენ, მაშინდელი სახალხო დამცველის ჯგუფი, რომელიც ყალბ დასკვნებს წერდა სააკაშვილთან დაკავშირებით და ასევე ვიცი სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ ყველა ტყუოდა და ქართული სახელმწიფო იყო მართალი. ამის შემდეგ არც ევროკავშირის ელჩს და არც სხვას მოუხდია ბოდიში ქართველი ხალხისთვის. გამოცდილება გვეუბნება, რომ ბევრი რამ არის ტყუილი, როდესაც ხდება მსგავსი ბრალდებების წაყენება საქართველოსთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები