დათო კოდუა: ჩვენ ზუგდიდი დავუბრუნეთ ზუგდიდელებს

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ, გადაცემა „იმედი LIVE”-ში „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარა.

„ძალიან რთული პერიოდი იყო, „ნაციონალური მოძრაობის” დროს გახსოვთ ჩვენს ქალაქში, როგორი მმართველობა იყო, ავიწროებდნენ ადამიანებს, აწამებდნენ. გვახსოვს ოდიშის სამალავები, მიწისქვეშა ჩაშენებული 2 სართულიანი სახლები, სადაც უდანაშაულო ადამიანებს აწამებდნენ. ზოგიერთ მათგანს კი ზღვაში ბეტონ მობმულს ძირავდნენ, ამაზე რა თქმა უნდა სამართლებრივი შედეგები დამდგარია, უამრავი ადამიანია გასამართლებული, უამრავი ადამიანი იძებნება დღემდე, ასე რომ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ ჩვენს ქალაქში, რომელიც არასდროს არ გვინდა, რომ განმეორდეს. ქუჩაში გასვლის ადამიანებს ეშინოდათ უსამართლოდ იჭერდნენ, უსამართლოდ სვამდნენ ციხეში, არცერთ ინფრასტრუქტურულ თემას სოციალურ საკითხს არ ითვალისწინებდნენ ფაქტობრივად ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი იყო პრივატიზებული და მათ ჯიბეში ჩასმული მათი შპს-ების სახით. ჩვენ, ზუგდიდელებს იმ პერიოდში წართმეული ზუგდიდი დავუბრუნეთ” – განაცხადა დათო კოდუამ გადაცემაში სტუმრობის დროს.

დათო კოდუას თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” ანაკლიაში 400 მიწის ნაკვეთი დაუბრუნა სამართლიან მესაკუთრეებს, რომლებსაც მიწა ახალაიების კლანმა და მათმა გუნდმა წაართვა.

„ანაკლიაში 400 მიწის ნაკვეთი დავაბრუნეთ სამართლიან მესაკუთრეებზე, რომლებიც მართლა იმსახურებდნენ დაბრუნებას. ჩაიყვანეს ბულდოზერები, აამუშავეს ღამის ნოტარიუსები, წაართვეს, მოუნგრიეს ღობეები მესაკუთრეებს – ასე რომ ყველა ქონება, რაც კი წაართვეს ახალაიების კლანმა და მათმა გუნდმა მოქალაქეებს, ჩვენ დავუბრუნეთ ზუგდიდის მოსახლეობას” – აღნიშნა დათო კოდუამ გადაცემა „იმედი LIVE”-ში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები