დათო კოდუა: „ქართულ ოცნებას” მძიმე მემკვიდრეობა დახვდა – არ იყო წყალი, წყალარინება, გაზიფიცირება, გზები და გარე განათება

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობდა და ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად – ამის შესახებ გადაცემა „იმედი ლაივში” სტუმრობისას „ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ განაცხადა.

„ზუგდიდი მწვავე პოლიტიკური ასპარეზის ქალაქია ძალიან ცუდი მემკვიდრეობა გვერგო 2012 წელს, როდესაც ჩვენს ქალაქში არ იყო ისეთი საფუძვლიანი პრობლემები მოგვარებული როგორიც არის წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და დაგვხვდა ბევრი პრობლემები, რომლებიც აბსოლუტურად ხელშეუხებელი იყო. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მმართველობის პერიოდში ძირეულად ამ პრობლემების მოგვარება და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ადამიანების მოთხოვნილებებს მოვრგებოდით. ჩვენი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ითვალისწინებდა მდგრად განვითარებას. დავიწყეთ წყალმომარაგებით, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი იყო, ქალაქს არ ჰქონდა ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა დღეს კი 20 000 ოჯახს ამარაგებს ქალაქის ტერიტორიაზე. ასევე მოვაწყვეთ სუპერ თანამედროვე ასინიზაციის სისტემები და გამწმენდი ნაგებობა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 330 მილიონი ლარი, სოფლებში და ქალაქის უმეტეს ნაწილში არ იყო გაზიფიცირება, დღეს მთელი მუნიციპალიტეტი გაზიფიცირებულია, ქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობით შევეცადეთ, რომ მცირე პრობლემები მოგვეხსნა”.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ზუგდიდის დელეგატი დათო კოდუა ქალაქსა და სოფლად განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალაქში გვაქვს 5 ადმინისტრაციული ერთეული და 48 სოფელი, საკმაოდ დიდი ქალაქია აბსოლუტურად ყველას შეხედულებები და მოსაზრებები უნდა გაგვეთვალისწინებინა. 48 სოფელში ცენტრამდე მისასვლელი ყველა გზა დავაგეთ. ყველა განათება მოვაწყვეთ ცენტრალური გზებზე, ქალაქში 500-მდე ქუჩა გავანათეთ, დაახლოებით 500 ქუჩიდან 180 ქუჩა დაგვრჩა მოსაწყობი და ჩემი მერობის პერიოდში ამ ყველაფერს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა არის გამოწვევები და ამ გამოწვევებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გადავჭრით” – აღნიშნა დათო კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები