“ოპოზიციის მიმართ გარე დავალება იყო პარლამენტის მუშაობის პარალიზება, თუმცა, ოპოზიცია ღრმა კრიზისში შევიდა, რისი აღიარებაც იყო გახარიას განცხადება” – ქადაგიშვილი

“ოპოზიციის მიმართ გარე დავალება იყო პარლამენტის მუშაობის პარალიზება, თუმცა, ოპოზიცია ღრმა კრიზისში შევიდა, რისი აღიარებაც იყო გახარიას განცხადება”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პოლიტიკური ცოდნა არ სჭირდება გააზრებას, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა პოლიტიკური თვითმკვლელობისკენ მიმავალი გზაა.

“თუმცა, ამოცანა იყო არა არჩევნების შედეგების აღიარება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაგრძელება, არამედ ე.წ. რეჟიმჩეინჯინგი. ეს არჩევნების შედეგად რომ ვერ განხორციელდა, გარე პატრონების დავალება იყო, გეგმა „ბ“ ამოქმედებულიყო. მათი დავალება იყო, ტოტალური ჩამოშლის ოპერაცია განხორციელებულიყო, რომელიც ინსტიტუციების ჩამოშლაში უნდა გადაზრდილიყო. მათი მიზანი იყო პარლამენტის ფუნქციონირების პარალიზება. მათ ეს დავალება შეასრულეს, თუმცა ხედავენ, რომ ამ დავალების შესრულების შემდეგ ოპოზიცია ღრმა კრიზისშია შესული. ამის აღიარება იყო გახარიას განცხადებაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები