გურამ ნიკოლაშვილი: არჩევნებს აქვს თავისი პოლიტიკური მდგენელი, რაც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური ველი გადაიტვირთოს
„ამ გუნდმა [„ქართულმა ოცნებამ“] აჩვენა, რომ არის ყველაზე უფრო გამართული გუნდი, ვისაც დღეს შეუძლია, ქალაქის საკითხების გადაჭრა, მოგვარება და სწორი მიმართულებით განვითარება,“ – ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.
„გარდა ამისა, ამ არჩევნებს აქვს თავისი პოლიტიკური მდგენელი, რაც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური ველი გადაიტვირთოს“, – აღნიშნა ნიკოლაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას, საკრებულოს პროპორციული სიის ოცეული წარუდგინა. კახა კალაძის თქმით, გუნდი პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი, ხელი შეუწყონ დედაქალაქის განვითარებასა და გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას.