წილოსანი – ტრამპისადმი ყაველაშვილის წერილზე: მისი სულისკვეთება გამოხატავს ჩვენს სურვილს, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა გაუმჯობესდეს
“ამ წერილის სულისკვეთება გამოხატავს ჩვენს სურვილს, რომ დავასტაბილუროთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და, ამავე დროს, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა გაუმჯობესდეს”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს და მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება.
“სამწუხაროდ, თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სხვადასხვა პირის მხრიდან მასობრივად იყო შეტევები ქართველ პოლიტიკოსებზე, სახელმწიფო წარმომადგენლებზე. რა თქმა უნდა, ამ წერილის სულისკვეთება გამოხატავს ჩვენს სურვილს, რომ დავასტაბილუროთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და, ამავე დროს, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა გაუმჯობესდეს და აღდგეს იმგვარად, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს“, – ამბობს წილოსანი.