ნინო წილოსანი NGO-ების ხელმძღვანელების გენპროკურატურაში დაბარებაზე: სახეზეა მათი მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში

„სახეზეა მათი მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში. მათი ძალიან ნეგატიური როლი და ფუნქცია ამ პროცესებში თვალნათელი იყო,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, გენპროკურატურაში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სახეზეა მათი მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში თუმცა რა თქმა უნდა სამართლებრივად და იურიდიულად მათი ამ პროცესებში ჩართულობა უკვე გამოძიების ნაწილია. აღნიშნული პირები ვინც გამოკითხვაზე არიან დაბარებული ალბათ კეთილგონიერებას მოიხმარენ და მაქსიმალურად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. მათი ძალიან ნეგატიური როლი და ფუნქცია ამ პროცესებში თვალნათელი იყო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გენპროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე მოწმის სახით არიან დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები