ლევან მახაშვილი გახარიას განცხადებაზე: მათ თავის დროზე უარი განაცხადეს პარლამენტში ჩართვაზე და ამით უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩეველი შეურაცხყვეს
„იშვიათია ხოლმე შესაძლებლობა და ის მომენტი, როდესაც ვეთანხმები ამ ადამიანს – დიახ, ეს ნამდვილად იყო ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა, როდესაც მათ თავის დროზე უარი განაცხადეს პარლამენტში ჩართვაზე,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ამით მათ შეურაცხყვეს უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩეველი, ზოგადად ქვეყანა და მთლიანად საზოგადოება“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია – საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის” ეთერში ჩართვისას განაცხადა: „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“.