დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტის წარდგენა ბიუროს სხდომის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე მოხდება.
“იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის [“ნაცმოძრაობა”] ე.წ. პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომლებიც რეჟიმებს ქმნიდნენ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ“, – განაცხადა კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.