ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევას
„საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევას წამების დონეზე, სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფის დონეზე,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს ეხება როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევას წამების დონეზე, სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფის დონეზე, ბიზნესების წართმევის საკითხს, აგრეთვე იმას თუ როგორ ხდებოდა იმ მავნე პოლიტიკის წარმოება, რომელმაც შედეგად მოიტანა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშზე იმსჯელებს.