შიდა ქართლის რეგიონს პაატა ივანიშვილი უხელმძღვანელებს
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ, შიდა ქართლის სერვისცენტრების თანამშრომლებს ახალი რეგიონული მენეჯერი – პაატა ივანიშვილი წარუდგინეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე გამახვილდა. ახალ მენეჯერს სამინისტროსა და კომპანიის ხელმძღვანელი პირებისგან ოპერაციული პროცესების გამართულად მართვა და მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სერვისის უზრუნველყოფა დაევალა.
პაატა ივანიშვილს წყალმომარაგების კომპანიის სხვადასხვა რეგიონულ სერვისცენტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2019-2021 წლებში ქალაქ გორის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.