“რევოლუცია და დამხობა ვერ შედგება; არ გვინდა, რომ ახალგაზრდები მოატყუონ, როგორც ეს ერთხელ უკვე მოახერხეს“ – ქადაგიშვილი

“რევოლუციისა და დამხობისკენ როცა მოუწოდებენ და სახელმწიფო ამას პასუხს გასცემს, შემდეგ იწყებენ ვიშვიშს, თურმე, ადამიანის უფლებები ირღვევა. კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ავანტიურისტების ხელში მანიპულაციის მსხვერპლი აღმოჩნდებიან”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რევოლუცია და დამხობა ვერ შედგება.

“ყველა რევოლუციას მხოლოდ რევოლუციის მსურველი კი არ სჭირდება, სჭირდება ობიექტური პირობები, რომელიც საზოგადოებაში არ არსებობს. ოპოზიციას უვიზო მიმოსვლის შეჩერება რატომ უნდა? – რამენაირად მოსახლეობაში განწყობები შეცვალონ, თორემ მოსახლეობის კეთილდღეობა სულ არ აინტერესებთ. მთავარია, რამენაირად რევოლუციისთვის რაიმე ფონი მაინც შექმნან. ამ ფონს ვერ შექმნიან და ვერც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოესწრებიან. რევოლუციისა და დამხობისკენ როცა მოუწოდებენ და სახელმწიფო ამას პასუხს გასცემს, შემდეგ იწყებენ ვიშვიშს, თურმე ადამიანის უფლებები ირღვევა. კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ავანტიურისტების ხელში მანიპულაციის მსხვერპლი აღმოჩნდებიან. რევოლუცია და დამხობა ვერ შედგება. არ გვინდა, რომ ახალგაზრდები მოატყუონ, როგორც ეს ერთხელ უკვე მოახერხეს“, – განმარტა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები