“ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ” – მაჭარაშვილი
“ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ”, – ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ “ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს”.
„ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს. ამას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც ჩვენ სესიაზე გამოვიტანთ – ეს საჯარო იქნება და დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომელიც რეჟიმებს ქმნიდა, რომელსაც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.