ელისაშვილი – გახარიაზე: ადრე თუ გვიან დაბრუნდება
“გახარიამ მიიღო პრაქტიკული და პრაგმატული, სწორი გადაწყვეტილება. მას მრავალწლიანი ციხე ელოდა აქ და ციხეში კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი ბევრი ვერაფერი სარგებლის მომტანი იქნებოდა”, – ამის შესახებ, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარია საქართველოში „ადრე თუ გვიან დაბრუნდება”.
„გახარიას გუნდი სრულად არის აქ, სრული შემადგენლობით, სრულად არის წინასაარჩევნო პროცესში, კამპანიაში ჩართული. შესაბამისად, არაუშავს, ნორმალურია ამ ვითარების შესაბამისად“, – განაცხადა ელისაშვილმა.