მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: დამხობა მხოლოდ თავიანთი თავის შეუძლიათ, რასაც ძალიან კარგად აკეთებენ

“არა მხოლოდ პოლიტიკა, გამოთქმებიც კი არასწორი აქვთ – მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა რომ მოძებნოთ, ვერცერთ ლექსიკონში ვერ იპოვით, რადგან თუ დამხობა და რევოლუციაა, იქ მშვიდობა არ არის”, – ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ის მაინც თქვან, რომ სურთ რევოლუცია, ჩამოგდება, ფიზიკური ძალადობა, დაპირისპირება და ა.შ. რაც არ გამოუვათ, მაგრამ რისი თქმაც უნდათ, წესიერად მაინც თქვან. თან უნდათ, რევოლუცია მოახდინონ და თან ხალხს აჩვენონ, რომ მშვიდობას იცავენ. ეს არის ამათი ნარატივი – არასწორი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. დამხობა მხოლოდ თავიანთი თავის შეუძლიათ, რასაც ძალიან კარგად აკეთებენ. ეს დამხობა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასრულდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები