ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც – შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ფაზა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე, ამერიკელებთან ხანგრძლივი და ღირსეული მეგობრობის სურვილზე

“ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები”, – ამის შესახებ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

ნიკოლეიშვილის თქმით, სუფთა ფურცლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა, ქართული სახელმწიფოს გულწრფელობისა და ღირსეული მეგობრობის სურვილის ნიშანია.

„ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ყოველივე ეს კი, ერთი მხრივ სრულიად სამართლიან გაკვირვებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითს“ აძლევს საშუალებას თავის საცეცეების და მხარდამჭერების საშუალებით არათუ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მიაყენოს ზარალი. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ახალი ფაზა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე და ამერიკელებთან ხანგრძლივი, პარტნიორული და ღირსეული მეგობრობის კეთილშობილურ სურვილზე“, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები