ალექსი ახვლედიანი: ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი,ბატონ მამუკას არც დღემდე შევხვედრივარ, საერთოდ თვალით არ მყავს ნანახი და სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ადამიანს

,,ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი”, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა, ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვრცელდება.

ალექსი ახვლედიანის თქმით, საგარეჯოში მომხდარის დროს მამუკა მდინარაძე ადგილზე არ იმყოფებოდა.

„ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ. ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი. ბატონ მამუკას არც დღემდე შევხვედრივარ. საერთოდ თვალით არ მყავს ნანახი და სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად, არც ყოფილა“, – აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ალექსი ახვლედიანის პროცესი გაიმართა. პროცესზე შესვლამდე ახვლედიანმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული შემთხვევის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები