„წელს კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რომელსაც ჰქვია ქალის კვლა“

წელს კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რომელსაც ჰქვია ქალის კვლა – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს ამ მხრივ დიდი ხარვეზები არ აქვს, ხარვეზები არის მენტალიტეტში და გამოძიებაში.
„წელს კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რომელსაც ჰქვია ქალის კვლა. ვიღაცას ეს არ მოეწონა, ვიღაცამ ეს ვერ გაიგო, მაგრამ რეალობა არის მწარე და რეალობას ჰქვია ის, რომ წელს საქართველოში კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა არის დაწინაურებული. ჩვენს კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს ამ მხრივ დიდი ხარვეზები არ აქვს, ხარვეზები არის ჩვენს მენტალიტეტში და გამოძიებისას. მე დღესაც ვარ უკმაყოფილო იმით, რომ ჩემი თანამშრომლის სოფო ზურებიანის საქმე არ მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, არადა, ჩემი გადასახედიდან სახეზეა ქალის მკვლელობა. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სამთავრობო ხედვაზე, თუ როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პრევენციის, არამედ რეპრესიის მექანიზმიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lo9UUe7nIHg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები