იური ვაზაგაშვილი: მერაბიშვილისთვის არაადეკვატური სასჯელის შეფარდება პროკურატურის დამსახურებაა

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრისთვის ვანო მერაბიშვილისთვის სამწლიანი სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილებას 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი აპროტესტებს და პროკურატურატურას მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ვაზაგაშვილის მტკიცებით, საგამოძიებო უწყებაში ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა და გახმაურებულ საქმეებს ის პროკურორები იძიებენ, რომლებიც თავის დროზე ყოფილი ხელისუფლების მორჩილების ქვეშ იყვნენ. ვაზაგაშვილი ხელისუფლრებას მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„კვლავ მკვლელები და უსინდისოები გვიკითხავენ მორალს. პროკურატურა ისეთ უსუსურ მასალებს აწვდის სასამართლოს, რომ ამ მკვლელების ადვოკატები გმირები ჩანან. გამომძიებლები არ ამყარებენ ბრალდებებს მტკიცებულებებით, მოსამართლეს ხელჩასაჭიდს უტოვებენ და მათაც გამამართლებელი განაჩენები გამოაქვთ. ასე იყო დავით კეზერაშვილის და დათა ახალაიას საქმეებზე და ასე გრძელდება დღესაც. ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: შევიკრიბოთ ის ადამიანები, რომლებიც ყოფილმა ხელისუფლებამ გაგვამწარა, დაგვაყაჩაღა, ის მოქალაქეები, რომლებსაც პროტესტის გრძნობა აქვთ ამ უსამართლობაზე და ხელისუფლებას მოვთხოვოთ პროკურატურიდან და სხვა ძალოვანი უწყებებიდან იმ მოძალადეების გაყრა, ვინც ცხრა წელი გვაშანტაჟებდა და დღესაც იგივეს განაგრძობენ“,-განუცხადა “კვირას“ იური ვაზაგაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელიც ორ ეპიზოდს მოიცავს, ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც სამსახურებრივ სიყალბეს და უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები