“რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ყველაზე მიუღებელი ძალადობაა, ზოგადად” – რატი იონათამიშვილი
“კარგად გამოჩნდა ის სიბნელე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.
აღნიშნულით ის გუშინ საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმის საკითხს გამოეხმაურა.
„რა მნიშვნელობა, აქვს რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ყველაზე მიუღებელი ძალადობაა, ზოგადად ადამიანების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ სახე მთლიანად რადიკალური ოპოზიციის“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა, რადგან ის რუსი ტურისტი ეგონა.