სრულიად საქართველოში 20 -21 თებერვლიდან გამოიდარებს

სრულიად საქართველოში 20 -21 თებერვლიდან გამოიდარებს – ამის შესახებ “კვირას” ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. როგორც გვაზავამ “კვირასთან” საუბარში აღნიშნა, აღმოსავლეთში უნალექო ამინდი შენარჩუნდება და იქროლებს დასავლეთის ქარი. მისივე თქმით, თბილისში 19 თებერვალს ტემპერატურა ოთხი გრადუსით დაიკლებს და ქარი გაძლიერდება.
“დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექის სახით წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვლი. ზოგიერთ რაიონში თოვლი შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდი იქნება და იქროლებს დასავლეთის ქარი. თბილისში 19-ში ღამით მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა ოთხი გრადუსით დაიკლებს”,- განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები