კვირიკაშვილი: დაღესტნის გზის მონაკვეთის მშენებლობა დღის წესრიგში არ დგას

დაღესტნის გზის მონაკვეთის მშენებლობა დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულია გამო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა აბსოლუტურად აზრს მოკლებულია.
“აქ არის ორი ძირითადი ასპექტი. ეს არის უსაფრთხოება და ეკონომიკური ასპექტი. წამყვანი, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხოება. უსაფრთხოების კუთხით კი, პროფესიონალებმა უნდა გააანალიზონ, რამდენად იქნება ეს საქართველოსთვის საფრთხის მომტანი. ხოლო ეკონომიკურ ასპექტს რაც შეეხება, გზა არის ეკონომიკისთვის დამხმარე ინფრასტრუქტურა, ის ეკონომიკას მხარს უჭერს და აძლიერებს. მაგრამ, როდესაც დღეს ვიმყოფებით ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ათჯერ უნდა დაფიქრდეს ქვეყანა, მისცემს თუ არა უფლებას ამ გზის გაყვანაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები