გურამ გირგვლიანი: სასაცილოა სამი წელი ვანო მერაბიშვილისთვის

სასაცილოა სამი წელი ვანო მერაბიშვილის დასასჯელად, იგი ფაქტობრივად ამ დანაშაულს ხელმძღვანელობდა – ასე გამოეხმაურა სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ვანო მერაბიშვილისთვის სამწლიანი სასჯელის შეფარდებას. გირგვლიანი მიიჩნევს, რომ სასჯელი არაადეკვატურია.
“ყველამ იცის, რაც ჩაიდინეს მათ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. სასაცილოა სამი წელი ვანო მერაბიშვილის დასასჯელად, იგი ფაქტობრივად ამ დანაშაულს ხელმძღვანელობდა, იმ მოტივით, რომ მისი ცოლი, თაკო სალაყაია არსად გამოჩენილიყო. სასჯელი არაადეკვატურია, პროკურატურასთან ერთად გავარკვევთ, გასაჩივრდება თუ არა ეს განაჩენი”, – განაცხადა გირგვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები