სერგეენკო: ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
“პანიკის არანაირი საფუძველი არ არის. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია იმისათვის, რომ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად განახორციელოს მეთვალყურეობა. საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის, უპასუხოს ყველა საჭირო გამოწვევებს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები