მოსკოვში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი „მირონი“ დააკავეს

მოსკოვის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამართალდამცველებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „მირონი“ დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია ამჟამად სამშობლოში მისი დეპორტაციის საკითხს განიხილავს.
“30 წლის მირო ამადიანის დაკავების ოპერაცია ნოვორიაზანოვის ავტომაგისტრალზე ჩატარდა. მისი დოკუმენტების შემოწმებისას, სამართალდამცველებმა სხვა გვარით და სახელით ყალბი პასპორტი აღმოაჩინეს. ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი მოსკოვის და მისი შემოგარენის კრიმინალურ დაჯგუფებს აკონტროლებდა. სწორედ ეს დაჯგუფებები სხვადასხვა მძიმე დანაშაულში არიან ჩართული, მათ შორის – ორგანიზებულ ქურდობებსა და ყაჩაღობებში“, – აღნიშნულია მოსკოვის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.
რუსი სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ეჭვმიტანილს ამ დროისთვის მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა რეგისტრაციის წესის დარღვევისა და ყალბი საბუთებით სარგებლობის ბრალდება წაუყენეს.
აღსანიშნავია, რომ “მირონი”  რუსეთში გამოგონილი – დიმიტრი ჭანტურიას სახელით  ცხოვრობდა. ის  2013 წლის იანვარში მოკლული ასლან უსოიანის ნათესავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები