“რუსეთმა ელისაშვილს “მეფური საჩუქარი” გაუკეთა მერობის კანდიდატად დასახელებისთვის, როდესაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დაუსწრებლად უკრაინის მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისათვის” – ანჯაფარიძე
“არ ვიცი, გადაუხადა თუ არა, თუნდაც გულში, მადლობა ალეკო ელისაშვილმა რუსეთს, რომელმაც მას მართლაც რომ “მეფური საჩუქარი” გაუკეთა მერობის კანდიდატად დასახელებისთვის, როდესაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დაუსწრებლად უკრაინის მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისათვის”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის ამბობს, ოპომედიამ ეს ამბავი აიტაცა.
“ყველას გვახსოვს, იმ დროს როგორ ჩალაგდნენ უკრაინაში აქაური ოპოზიციონერები, სამხედრო ფორმებში გამოეწყვნენ, ავტომატები ხელში დაიჭირეს და ფოტოსესია გახსნეს. არავინ იცის, როგორ იბრძოლა იქ ელისაშვილმა, ან იბრძოლა თუ არა რეალურად. ჩვენი ამომრჩევლების ნაწილი ხომ ხშირად იჯერებს სიმართლედ გასაღებულ ემოციურ სატყუარებს. ელისაშვილი კი რუსეთის ამ “საჩუქარს” როგორ გამოიყენებს, თავადაც ნახავთ მალე”, – წერს ანჯაფარიძე.